თამაშგარე

12:30 | 25.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

აქა ამბავი რიბერის განავრდებისა

ალბათ გახსოვთ ადრეც ვწერდით ფრანგი შემტევის, ფრანკ რიბერის ოჯახის შესახებ და ისიც გამცნეთ, რომ რიბერს ცოლად ალჟირული წარმოშობის არაბი ქალი, ვაჰიბა რიბერი ყავს, რომელმაც იმდენიც კი მოახერხა, რომ რიბერიმ რჯული შეიცვალა - კათოლიციზმი უარყო და ისლამი აღიარა.

მიუხედავად იმისა, რომ რიბერის მხრიდან ცოლისა და ოჯახის ერთგულებაზე მთელს ევროპაში ლეგენდები დადის, მაინც გავრცელდა ჭორი, რომ თითქოს ფრანგმა საიდუმლო საყვარელი პარიზში გაიჩინა და როდესაც თავისუფალი დრო აქვს, პარიზში სატრფოსთან გადაფრენას და ვნების ქარცეცხლშო გახვევას არასოდეს იზარებს.

ვაჰიბა რიბერი არ არღვევს თავის ძველ ჩვეულებას და მედიასთან კონტაქტზე არ გადის. თავად რიბერი კი ამ ყველაფერს ცხადია ტყუილსა და მონაჩმახს უწოდებს, მაგრამ ვის ვის და რიბერის ნამდვილად უნდა სდომოდა თუნდაც ცოტა ხნით თავისუფლად განავარდება. რატომ უნდა სდომოდაო არ - გვკითხოთ ოღონდ. თავადაც მიხვდებით...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130923