2017 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მოუსმინა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, ბატონი დავით ქევხიშვილის მოხსენებას, რომელიც მოიცავდა განვლილი წლის ანგარიშს და მომავალ გეგმებს. კომიტეტმა ერთსულოვნად მოიწონა ფედერაციის მიერ ჩატარებული საქმიანობა და დასახული გეგმა. უფრო მეტიც, კომიტეტმა სხვა ფედერაციებს უსურვა, ისეთივე წარმატებულები ყოფილიყვნენ, როგორიც ძიუდოს ფედერაციაა, და მას სამაგალითო უწოდა.
აღნიშნულ სხდომას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის წევრი, ბატონი შოთა ხაბარელიც. აღნიშნულ ვიდეოში არის სიტყვა, რომელიც მან ძიუდოს ფედერაციის ანგარიშის მოსმენის შემდეგ წარმოთქვა კომიტეტის სხდომაზე.
ისმის კითხვა, როდის იყო ბატონი შოთა გულწრფელი: როდესაც ამ სიტყვას ამბობდა, თუ ახლა, როცა ძიუდოს ფედერაციის მუშაობას უარყოფითად აფასებს? მის თანამდებობრივ კავშირებს თავი რომ დავანებოთ, ბატონი შოთა ხაბარელი გახლავთ ძიუდოს ოჯახის ერთ-ერთი ავტორიტეტული ფიგურა და როგორც თავად არაერთხელ აღუნიშნავს, ის კარგადაა ჩახედული ჩვენი ძიუდოს შიდა სამზარეულოში, რაზეც არავინ დავობს. დასკვნები მკითხველისთვის მოგვინდვია.