"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ხელშეკრულება ასევე გაუგრძელეს არგენტინელის თანაშემწეებს ხესუს პერესს, მიგელ დ`აგოსტინოს და ტონი ხიმენესს.
სამხრეთამერიკელი "მამლებს" 2014 წლიდან წვრთნის. პოჩეტინოს გაწვრთნილმა გუნდმა 218 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 121 შეხვედრა მოიგო და 50 ფრედ დაასრულა. გასულ სეზონში "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში მესამე ადგილზე გავიდა.