იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ადასტურებს, რომ ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონის კარიერის დასრულებას არ გეგმავს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჯიჯის ტელეფონზე ვესაუბრე მას შემდეგ, რაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე დავინიშნე. მან გამიმხილა, რომ თამაშის გაგრძელების სურვილი აქვს. ვინც მოქმედი ფეხბურთელი იქნება, იტალიის ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა. მათ შორის, ბუფონისთვის და დე როსისთვის თუ ისინი კარგ ფორმაში იქნებიან”.
მე ჯადოქარი არ ვარ და არ მაქვს ჯადოსნური ჯოხი, რომ ყველაფერი ერთი მატჩით მოგვარდეს. ამას დრო სჭირდება. ჩვენ გვყავს საკმაოდ ბევრი კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელთაც საერთაშორისო არენაზე თამაში დიდად არ უწევთ, მაგრამ გამოცდილება ნამდვილად გააჩნიათ. არსებობს ბევრი ნაკრები, რომლებიც ახლა ჩვენზე ძლიერები არიან, მაგრამ პრობლემები მათაც ჰქონდათ და ბოლო წლებში გაიზარდნენ”, - აღნიშნა მანჩინიმ.
იტალიური მედია დარწმუნებულია, რომ ბუფონი უახლოეს დღეებში პსჟ-სტან ორწლიანი კონტრაქტს გააფორმებს. გარდა ამისა, ვარაუდობენ, რომ 40 წლის მეკარემ იტალიის ნაკრებში გამოსამშვიდობებელ მატჩზე უარი განზრახ თქვა, რადგან თუ კარიერას გააგრძელებს, “სკუადრა აძურაში”თამაშსაც აპირებს.