ფეხბურთი

15:22 | 24.05.2018 | ნანახია 642 - ჯერ

ოფიციალურად: ანდრეს ინიესტა J-ლიგაში

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი კაპიტანი ანდრეს ინიესტა იაპონიის ჯეი ლიგის ბინადარ “ვისელ კობეში” ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია აზიური გუნდის ვებგვერდმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა.

ანდრესი “კობეში” სამი წლის განმავლობაში გაირჯება. მაისური ნომერი კი უცვლელი დარჩა – 8.

შეგახსენებთ, 33 წლის ფეხბურთელმა მშობლიური “ბარსელონა” რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დატოვა. კატალონურ გრანდში ინიესტამ ყველა ტიტული მოიგო რისი მოგებაც საკლუბო დონეზე იყო შესაძლებელი (ევროპა ლიგის გამოკლებით).


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:26 | 06.08.2022
Kobe Bean (21683)

)))))))))))))ფარერების გუნდმა 20 ცხვარში გაცვლაც შეთავაზა მანჩესტერს))))))

0.082141
642