საქართველოს ეროვნული ნაკრების დებიუტანტი ზაურ მახარაძე დამდეგ ზაფხულს კლუბს შეიცვლის და კარიერას “ზარიაში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ინტერნეტპორტალ Football.ua-სთან საუბარში დონეცკის “ოლმპიკის” მთავარმა მწვრთნელმა რომან სანჟარმა გაავრცელა.
“ზაურმა ხელი მოაწერა წინასწარ ხელშეკრულებას “ზარიასთან” და ლუგანსკის გუნდში მიდის სათამაშოდ”, - აღშნიშნა სანჟარმა.
შეგახსენებთ, ზაურ მახარაძე “ოლიმპიკის” კარს 2010 წლიდან იცავდა და აწ დასრულებულ სეზონში 24 მატჩი ჩაატარა. 25 წლის კიპერმა საქართველოს მოქალაქეობა ახლახან მიიღო, ვლადიმირ ვაისმა კი ეროვნულ ნაკრებში მალტასთან და ლუქსემბურგთან გასამართი სპარინგებისთვის მიიწვია.
რაც შეეხება “ზარიას” – ლუგანსკელთა ღირსებას ერთი ხანობა ჯაბა ლიპარტია იცავდა, რომელმაც ამ გუნდის რიგებში ევროპა ლიგაზეც ითამაშა. ამჟამად “ზარიას” მეკარე ანდრეი ლუნინია, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი პერსპექტიულია თავის პოზიციაზე. უკრაინული მედიის ცნობით, მახარაძე სწორედ მას შეცვლის, რადგან ზაფხულში დიდი ალბათობით, კარიერას ევროპაში, კერძოდ, იტალიის სერია A-ში გააგრძელებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები
ისე მახარაძეს სტილი მე ვალენსიას რო დიეგო ალვეში ყავდა იმის სტილს მივამსგავსე, იმ ვიდეოს მიხედვით რაც აქ დაიდო და იმედიაარც მაგაზე ნაკლები მეკარე დადგება საბოლოოდ...
კაი შუტკები გაძრო, არ ვნანობ შემოსვლას...დდდდ
ააზანზარა მაგარი სიტყვა გაჩითა გეორეალისტამ და კორბენას როდი იყო მარილის მოყრა ეშლებოდა...დდ
"ზაურმა ზარიაში ზარი აზანზარაო" - ახალი ენის გასატეხი :დ
ეგ შუტკა კორბენმა დაგიწერა?
ეგ შუტკა კორბენმა დაგიწერა?
არა ბლია ბუდუ

ზარიაში თუ ზაურიაში ?
