ფეხბურთი

2:24 | 24.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

რაფა ბენიტესი: "დღევანდელი "ლივერპული" უფრო ძლიერია, ვიდრე ჩემი ფორმაციის გუნდი"

“ნიუკასლ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი მოახლოებული ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ საუბრობს. ესპანელი თავკაცის განცხადებით, რომელსაც თავის დროზე “ლივერპულშიც” უმუშავია და “რეალშიც”, “წითლები” დღეს უფრო ძლიერები არიან, ვიდრე მაშინ, როდესაც თავად მუშაობდა “ენფილდ როუდზე”.

“დღევანდელი “ლივერპული” ჩემს “ლივერპულზე” ძლიერია. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჰყავს სამი თავდამსხმელი, რომელთაც შეუძლიათ თამაშის ბედი გადაწყვიტონ. ჩემმა გუნდმა ძალიან დიდ შედეგს მიაღწია, მაგრამ კლოპის გუნდი უფრო ძლიერია.

ჩემი ბიუჯეტი 20 მილიონი ევრო იყო, ეს გუნდი კი უფრო ფასობს. “რეალი” კი შესანიშნავი გუნდია რა თქმა უნდა. ესპანელებს აქვთ გამოცდილება და ხარისხი, რომ ძლიერ “ლივერპულს” დაუპირისპირდეს. ეს იქნება დიდებული ფინალი”, - განაცხადა ბენიტესმა.

შეგახსენებთ, რაფა ბენიტესის თავკაცობით “ლივერპულმა” 2005 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ხოლო 2007 წელს ფინალში წააგო.

0.108523