კალათბურთი

20:12 | 23.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის 17 ქულა პარტიზანთან გამარჯვებას არ ეყო

18 წლის გოგა ბითაძის “მეგა ბემაქსი” სერბეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში ჩაება და ქართველი კალათბურთელის შედეგიანი გარჯის მიუხედავად, ბელგრადში “პარტიზანთან” უშანსოდ – 68:97 დამარცხდა.

ბითაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 27:04 წუთში 17 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა.
გოგამ 6-ვე ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტი 27-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

“მეგა ბემაქსი” მეოთხედფინალის მე-2 შეხვედრას შინაურ არენაზე 24 მაისს გამართავს.

GBF.GE

0.106603