ფეხბურთი

18:28 | 23.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისმა ნაკრებში გიორგი ხარაიშვილი გამოიძახა

საქართველოს ეროვნული ნაკრები მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს. როგორც სფფ-ის ვებგვერდი იტყობინება, გუშინ გაცხადებული 26-კაციანი სია გაიზარდა - ვლადიმირ ვაისმა გუნდში გიორგი ხარაიშვილი გამოიძახა, რომელიც შვედური "გეტებორგის" ღირსებას იცავს.

სხვა მხრივ, ჯერჯერობით სიახლე არაა, ხოლო ეროვნული ნაკრების შემადგენლობა შემდეგნაირია:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (რიუ ავე,პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი)

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), ლევან გეგეჭკორი (რუსთავი,რუსთავი) სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი), დავით ხოჭოლავა (შახტარი,დონეცკი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ბექა ვაჩიბერაძე (რიგასი, ლატვია), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკი, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ლადო დვალიშვილი (ჰაპოელ აშქელონი, ისრაელი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)

საქართველოს ნაკრები 26 მაისს ავსტრიაში, დაბა ბად ჰერინგში შეიკრიბება, ხოლო 1 ივნისს, ქალაქ შვაცში მალტას გაეჯიბრება. 3 ივნისიდან “ჯვაროსნები” ლუქსემბურგში გადაინაცვლებენ და ორი დღის თავზე ადგილობრივ ნაკრებთან მოსინჯავენ ძალებს.

ეს ორი სპარინგი ერთა ლიგის დაწყების წინ, ბოლო სამზადისია. შეგახსენებთ, პირველ მატჩის საქართველოს ნაკრები 6 სექტემბერს, ასტანაში, ყაზახეთთან ჩაატარებს.

0.118572