1940 - დაიბადა ლევან მოსეშვილი. თბილისის “დინამოს” კალათბურთელი (1959-72). ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1968), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების სამგზის ვერცხლის (1959, 1961, 1969) და ერთხელ ბრინჯაოს (1965) პრიზიორი. 1969 წელს, “დინამოსთან” ერთად, საბჭოთა კავშირის თასი მოიგო. 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი. თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი (1972-2003). სპორტის დამსახურებული ოსტატი, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. “დინამომ” კალათბურთელთა საქართველოს პირველ ეროვნულ ჩემპიონატში, მისი თავკაცობით გაიმარჯვა (1992). 2006 წელს “ავიამშენმა” მოსეშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ჩემპიონატი მოიგო. 2011 წელს “არმიას” საქართველოს ჩემპიონობა და თასი მოაპოვებინა.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1932 - სერ ჰუბერტ ფერდინანდ ოჰერმანმა, 24 საათში 860 მილი და 367 იარდი დაფარა, რითიც მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.
1941 - სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის, ჯო ლუისმა ბადი მაიერი მეშვიდე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1957 - შოტლანდიისა და გფრ-ის ფეხბურთელთა ნაკრებები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. დასავლეთ ბერლინში გამართული მატჩი შოტლანდიელები 3:1 მოიგეს.
1959 - თბილისის “დინამომ” ბელგიის “ლა განტუაზს” 2:1 მოუგო. დინამოელთაგან გოლები ზაურ კალოევმა და თენგიზ მელაშვილმა გაიტანეს.
1964 - დეილ კრეიგმა ქალთა მარათონულ გარბენში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (3:27:45).
1965 - მანოლო სანჩისი. ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” მცველი. 13 წელი “რეალის” კაპიტანი იყო. გუნდის შემადგტენლობაში ჩატარებული აქვს 709 მატჩი. ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული (1998, 2000). უეფას თასის ორგზის მფლობელი (1985, 1986). საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი (1998). ესპანეთის რვაგზის ჩემპიონი (1986, 1987, 1988, 1989, 1990, 1995, 1997, 2001). 1993 და 1999 წლებში დაეტფლა ესპანეთის თასს. ევროპის (1988) და მსოფლიო (1990) ჩემპიონატების მონაწილე. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 48 მატჩი.
1968 - ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, იტალიის “მილანმა” როტერდამის “ფეინოორდის” სტადიონზე, 53 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, გერმანულ “ჰამბურგს” 2:0 მოუგო. ორივე გოლი შვედმა კურტ ჰამრინმა გაიტანა.
1979 - UEFA-ს თასის გათამაშების განმეორებით ფინალურ მატჩში, მიონხენგლადბახის “ბორუსიამ” ბელგრადის “ცრვენა ზვეზდა” 1:0 დაამარცხა (პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა) და საპატიო პრიზი მოიპოვა. გოლი დანიელმა ალან სიმონსენმა გაიტანა.
1984 - ლონდონის “ტოტენჰემმა” UEFA-ს თასის გათამაშების განმეორებითი ფინალური მატჩის პენალტების სერიაში, ბრიუსელის “ანდერლეხტი” დაამარცხა. ორივე ფინალური შეხვედრა 1:1 დასრულდა.
1990 - “მილანმა” ვენის “პრატერზე” 57 500 მაყურებლის თანდასწრებით ლისაბონის “ბენფიკა” 1:0 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ მოიპოვა ჩემპიონთა თასი. გოლი ფრანკ რაიკაარდმა გაიტანა.
2007 - ჩემპიონთა ლიგის ფინალში იტალიურმა “მილანმა” “ლივერპული” დაამარცხა (2:1). იტალიელთაგან გოლები ფილიპო ინძაგიმ გაიტანა, ხოლო ინგლისელთაგან _ კიუიტმა. ეს, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, კახა კალაძისათვის ჩემპიონთა ლიგაში მიღწეული მეორე გამარჯვება გახლდათ.“მილანი”: დიდა, ოდო, ნესტა, მალდინი, იანკულოვსკი (კალაძე, 80), გატუზო, პირლო, ამბროზინი, ზეედორფი (ფავალი, 90), კაკა, ინძაგი (ჯილარდინო, 88). გუნდს კარლო ანჩელოტი წვრთნიდა. “ლივერპული”: რეინა, ფინანი (არბელოა, 88), კარაგერი, აგერი, რიისე, ხაბი ალონსო, მასკერანო (კრაუჩი, 78), პენანტი, ზენდენი (კიუელი, 59), ჯერარდი, კიუიტი. გუნდს რაფა ბენიტესი წვრთნიდა.
2009 - 2014 წლის საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ბოსტონში მიმდინარე ფიბას კონგრესმა ესპანეთს არგუნა. პირენელებმა ჩინელებს აჯობეს.
2009 - გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონი “ვოლფსბურგი” გახდა. ბუნდესლიგის ბოლო ტურში ვოლფსბურგელებმა “ვერდერს” 5:1 სძლიეს.
2010 - გერმანიაში მიმდინარე ყინულის ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ჩეხეთმა რუსეთს 2:1 მოუგო და პლანეტის საუკეთესო გუნდი გახდა. ჩეხებმა 12-ედ მოიპოვეს მსოფლიოს ჩემპიონობა. მესამე ადგილისთვის ჩატარებულ შეხვედრაში შვედეთმა გერმანიას 3:1 მოუგო.
ამ დღეს დაიბადნენ
1919 - ნინო დუმბაძე. მსოფლიოს რეკორდსმენი პირველი ქართველი ქალი. საბჭოთა კავშირის რვაგზის ჩემპიონი ბადროს ტყორცნაში (1939, 1943, 1944, 1946-50). ორჯერ იყო სსრკ-ის ჩემპიონი ხელყუმბარის ტყორცნაში. ევროპის ორგზის ჩემპიონი (1946, 1950), მსოფლიოს რეკორდები დაამყარა 1948 (53,25 მ), 1951 (53,37 მ) და 1953 (57,04 მ) წლებში. ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიადაზე მესამე ადგილი დაიკავა. საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენთა შორის მესამე ადგილზე დაასახელეს. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენის კავალერი. გარდაიცვალა 1983 წელს.
1928 - ნინა ოტკალენკო. საბჭოთა მძლეოსანი. 800 მეტრზე სირბილში დამყარებული აქვს მსოფლიოს ცხრა რეკორდი.
1932 - დინო სანი. ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველი 1950-60-იან წლებში. მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონი. “მილანის” შემადგენლობაში მოგებული აქვს იტალიის პირველობა და ჩემპიონთა თასი.
1940 - ლევან მოსეშვილი. თბილისის “დინამოს” კალათბურთელი (1959-72). ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1968), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების სამგზის ვერცხლის (1959, 1961, 1969) და ერთხელ ბრინჯაოს (1965) პრიზიორი. 1969 წელს, “დინამოსთან” ერთად, საბჭოთა კავშირის თასი მოიგო. 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი. თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი (1972-2003). სპორტის დამსახურებული ოსტატი, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. “დინამომ” კალათბურთელთა საქართველოს პირველ ეროვნულ ჩემპიონატში, მისი თავკაცობით გაიმარჯვა (1992). 2006 წელს “ავიამშენმა” მოსეშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ჩემპიონატი მოიგო. 2011 წელს “არმიას” საქართველოს ჩემპიონობა და თასი მოაპოვებინა.
1940 - ვალერი ალთაბაევი. თბილისის “დინამოს” კალათბურთელი (1957-72). ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962). საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1968), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების სამგზის ვერცხლისა (1959, 1961, 1969) და ერთხელ ბრინჯაოს (1965) პრიზიორი. 1969 წელს “დინამოსთან” ერთად საბჭოთა კავშირის თასი მოიგო. 1996-2000 წლებში ბათუმში ბავშვთა გუნდი ჩამოაყალიბა, რომელიც შემდეგ საკალათბურთო კლუბ “ბასკოს” ბირთვი გახდა. ღირსების ორდენის კავალერი. ვალერი ალთაბაევი 2008 წელს გარდაიცვალა.
1942 - ხოსე ომარ პასტორისა. არგენტინის ნაკრების, “რასინგის”, “ინდეპენდიენტეს”, “მონაკოს” ნახევარმცველი. 1972 წელს მოიპოვა ლიბერტადორესის თასი. არგენტინის სამგზის ჩემპიონი (1967, 1970, 1971). 1971 წელს დაასახელეს არგენტინის საუკეთესო ფეხბურთელად. არგენტინის ნაკრების 18 მატჩში გაიტანა ერთი გოლი. წვრთნიდა “ინდეპენდიენტეს”, “ტალიერესს”, “რასინგს”, კოლუმბიის “მილიონარიოსს”, ბრაზილიის “გრემიოსა” და “ფლუმინენსეს”, “ბოკა ხუნიორსს”, მადრიდის “ატლეტიკოს”, ბოლივიის “ბოლივარს”, “არგენტინოს ხუნიორსს”, სალვადორისა და ვენესუელას ნაკრებებს. “ინდეპენდიენტეს” 1984 წელს ლიბერტადორესის თასი მოაგებინა, 1977 და 1978 წლებში კი არგენტინის ჩემპიონობა. ხოსე ომარ პასტორისა 2004 წლის 2 აგვისტოს გარდაიცვალა.
1944 - ჯონ ნიუკომბი. ლეგენდარული ავსტრალიელი ჩოგბურთელი. ოთხჯერ აქვს მოგებული უიმბლდონის ტურნირი, ორ-ორჯერ აშშ-ის და ავსტრალიის ღია პირველობაზე გაიმარჯვა.
1951 - ანატოლი კარპოვი. ჭადრაკში საბჭოთა დიდოსტატი. მსოფლიოს მეთორმეტე ჩემპიონი. პირველობისთვის მატჩი ვიქტორ კორჩნოის მოუგო. ტიტულს ათი წლის განმავლობაში (1975-85) ფლობდა, ჩემპიონობა კი, გარი კასპაროვთან მატჩში დათმო. 1993-99 წლებში ფიდეს ვერსიით კვლავ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ატარებდა.
1954 - მარვინ ჰაგლერი. 1982-83 წლებში საშუალო წონითი კატეგორიის მოკრივეებს შორის, მსოფლიოს ჩემპიონი.
1961 - დანიელე მასარო. 1986-95 წლებში “მილანის” ფორვარდი. ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული. ევროპის სუპერთასის სამგზის მფლობელი. იტალიის ოთხგზის ჩემპიონი და ამდენჯერვე აქვს მოგებული იტალიის სუპერთასი.
1971 - არჩილ ჩოხელი. ქართველი სამბისტი. 1993 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. ორჯერ მსოფლიოს პირველობაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო სამჯერ _ ბრინჯაოს. ევროპის ჩემპიონი (1998), მსოფლიოს თასის მფლობელი (1997). ევროპის მრავალგზის პრიზიორი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ტრაგიკულად დაიღუპა (2012).
1972 - რუბენს ბარიკელო. “ფორმულა-1”-ის პილოტი. რამდენიმე გრან-პრის გამარჯვებული.