ფეხბურთი

15:36 | 23.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალეიშ ვიდალმა რუსეთის პრემიერლიგა დაიწუნა

კატალონიის “ბარსელონას” მარჯვენა მცველი ალეიშ ვიდალი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კლუბს დატოვებს. Estadio Deportivo-ს ინფორმაციით, 28 წლის ესპანელის გადაბირებას “ვალენსია”, “სევილია”, “ვილიარეალი” და მოსკოვის “ლოკომოტივი” ეცდებიან, თუმცა თავად მოთამაშეს რუსეთის პრემიერლიგაში თამაში დიდად არ ხიბლავს და ეს ვარიანტი უკვე გამორიცხა.

2017-2018 წლების სეზონში ვიდალმა “ბლაუგრანას” მაისური ყველა ტურნირის გათვალისწინებით 25-ჯერ მოირგო, მის ანგარიშზე კი 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაგროვდა. უშუალოდ ლა ლიგაში კი - 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

0.110496