ფეხბურთი

14:42 | 23.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ადრიან რაბიო საფრანგეთის ნაკრებში თამაშს არ აპირებს

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველი ადრიენ რაბიო დიდიე დეშამის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. 23 წლის ფეხბურთელმა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში წერილი გაგზავნა, სადაც ეწერა, რომ ნაკრებში თამაშზე უარს აცხადებს.

აქვე გეტყვით, რომ რაბიო მართალია 23 რჩეულთა შორის ვერ მოხვდა, თუმცა ფრანგმა სპეციალისტმა ის რეზერვთა სიაში შეიყვანა, მაგრამ როგორც ჩანს, ამით ახალგაზრდა ფეხბურთელის გული ვერ მოიგო.

დეშამს სარეზერვო სიაში რაბიოს ნაცვლად ტიემუ ბაკაიოკოს ("ჩელსი") ან ტანგი ნდომბელეს ("ლიონი") შეყვანა მოუწევს.

შეგასენებთ, რაბიომ 2017-2018 წლების სეზონში პსჟ-ს შემადგენლობაში 50 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119684