ფეხბურთი

14:15 | 23.05.2018 | ნანახია 0 - ჯერ

მარეკ ჰამშიკი "ნაპოლის" დაემშვიდობა

იტალიური “ნაპოლის” კაპიტანი მარეკ ჰამშეკი გუნდიდან წასვლაზე ალაპარაკდა. 30 წლის შემტევი ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ ნეაპოლურ კლუბში მისი მაქსიმუმი გააკეთა და ახლა დროა ძალები სხვა კლუბში მოსინჯოს.

“ჩვენ გვწამდა, რომ ტიტულს მოვიგებდით, მაგრამ ეს კვლავ ვერ შევძელით. ძალიან ვწუხვარ, თუმცა მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს მქუხარე მხარდაჭერისათვის.

ალბათ დადგა დრო, როდესაც ჩვენი გზები უნდა გაიყაროს. ვაღიარებ, მინდა ძალები სხვა კლუბში მოვსინჯო და ახალი გამოწვევები მივიღო”, - განაცხადა სლოვაკმა ფეხბურთელმა.

აქვე გეტყვით, რომ ჰამშიკის გადაბირება ჩინურ "შანდონ ლუნენს" სურს, რომელიც სლოვაკის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ჩამოდის. აღნიშნულ ინფორმაციას CalcioNapoli24 ავრცელებს.

შეგახსენებთ, 2017-2018 წლების სეზონში ჰამშიკმა “ნაპოლის” მაისური 49-ჯერ მოირგო და 7 გოლის გატანა მოახერხა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:45 | 15.03.2016
qomagi555 (259)

როგორც უბნის გუნდს ისე აღიქვამენ ვითას... არავინ სერიოზულად არ უყურებს...
თუმცა აგდებულიდამოკიდებულებითაც უგებენ...
იმედია ერთ თამაშს მაინც მოიგებთ და ანტირეკორდზე არ წახვალთ,მითუმეტეს ბოლო ორი საშინაო შეხვედრა სუსტ გუნდებთან გაქვთ...
მაგრამ მეეჭვება
ბოლოსწინაზე მყოფი ასტანაც მოგვიგებს თბილისში ალბათ (((
თუ გსურთ რომ თქვენ არ ხართ ცუდი გუნდი და საქართველოს კალათბურთია ნეხვში, მაშინ ჯერ დინამოს უნდა მოუგოთ და შემდეგ თასი აიღოთ!!!
აი ამ შემთხვევაში გვეცოდინება რომ ძალიან დაბალი დონეა ჩვენთან!!!

19:21 | 14.03.2016
stoikovich (5984)

რაღა გვიშავს...

18:15 | 14.03.2016
Beso Sigua (22)

Vai sircxvilo, arada ra imedebit sezoni

11:29 | 14.03.2016
Zura Papukashvili (31)

ზენიტისთვის რომ მოეგოთ ცოტა დააკლდათ სარატოვში მოიგებენ ზენიტი 3 ადგილზეა სარატოვი 6-ზე ცოტას კიდევ ცოტას დაამატებენ და მოიგებენ?????

12:50 | 14.03.2016
Buratino (3505)

ისე მოიგო ბაბუაჩემმა საფლავში, როგორც ეგენი სარატოვში არიან მომგები...

0.063717