ფეხბურთი

0:16 | 23.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ: "რეალი" "ლივერპულზე" ძლიერია"

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი ახლოვდება. შესაბამისად, სეზონი კულმინაციისადმი ინტერესი მატულობს. მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ დარწმუნებულია, რომ “სამეფო კლუბი” ზედიზედ მესამედ დაისაკუთრებს ევროპის საკლუბო ჩემპიონის ტიტულს.

პორტუგალიელის განცხადებით, მეტოქე პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ მისი გუნდი გაცილებით ძლიერია:

“თავს კარგად ვგრძნობ. ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთხელ მოგება ჩვენთვის ისტორიული იქნება. ახლა კონცენტრირებული მთლიანად ფინალურ მატჩზე ვართ. მჯერა მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შემიძლია, რომელიც ჩემთვის მეხუთე იქნება.

ეს იქნება, როგორც კლუბისთვის, ისე ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენა. ჩემპიონთა ლიგაზე გასამარჯვებლად აუცილებელია საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ თამაში. ყველა მატჩი განსაკუთრებულია.

“ლივერპული”? – მახსოვს რამდენიმე წლის წინ ვეთამაშეთ. ეს არის გუნდი, რომელსაც სამი ძალიან სწრაფი თავდამსხმელი ჰყავს და ფინალში დამსახურებულად იმყოფება. ამ გუნდს პატივს ვცემ, მაგრამ ჩემი აზრით, “რეალი” უფრო ძლიერია”, - ციტირებს რონალდუს სიტყვებს Open Media Day.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალი “რეალსა” და “ლივერპულს” შორის 26 მაისს, უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113594