ფეხბურთი

17:35 | 22.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

დანიის, საფრანგეთისა და ავსტრალიის ნაკრების კაპიტნები ფიფას პაულო გერეროს შეწყალებას სთხოვენ

პერუს ნაკრების კაპიტან პაულო გერეროს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის შანსი გაუჩნდა. ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთამერიკელთა მეტოქეების კაპიტნებმა ფიფას ოფიციალური განცხადებით მიმართეს, რომ გერეროს მუნდიალზე თამაშის შესაძლებლობა მიეცეს.

სიმონ კიაერის (დანია), მილე იედინაკის (ავსტრალია) და უგო ლორისის (საფრანგეთი) გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

“გულწრფელად ვთხოვთ ფიფას საბჭოს, რომ პერუს ნაკრების კაპიტან პაულო გერეროს დისკვალიფიკაცია მოუხსნას. დარწმუნებულნი ვართ, რომ დისკვალიფიკაციის დროებითი მოხსნა იქნება სამართლიანი და სამართლებრივი გადაწყვეტილება”, - ნათქვამია გაცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილ თავდამსხმელელს 2017 წლის 5 ოქტომბერს, არგენტინასთან მატჩის შემდეგ სისხლში აკრძალული პრეპარატები აღმოაჩნდა, რის შემდგომაც ის ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

მოგვიანებით დადგინდა, რომ გერერო ნარკოტიკულ ნივთიერებებს უნებლიედ იყენებდა, მაგრამ სასჯელი ძალაში დარჩა.

0.135358