ფეხბურთი

15:46 | 22.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისს მუნდიალზე კეინი უკაპიტნებს

ინგლისის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ჰარი კეინი უკაპიტნებს. Sky Sports-ის ინფორმაციით, “ტოტენჰემის” თავდამსხმელს კაპიტნის სამკლავური მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა თავისივე გადაწყვეტილებით ჩააბარა.

კეინი აქამდე კაპიტნობდა ნისლიან ალბიონელებს, თუმცა პერიოდულად. ისე კი, კაპიტანი ჯო ჰარტი იყო, მაგრამ გამოცდილი მეკარე მუნდიალის განაცხადში საერთოდ ვერ მოხვდა.

ინგლისი ჯგუფურ ეტაპზე ბელგიასთან, ტუნისთან და პანამასთან ერთად ითამაშებს.

0.114764