ამ დღეს, 1996 წლის 22 მაისს, რომში, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართა. მარჩელო ლიპის "იუვენტუსი" ლუის ვან გაალის "აიაქსს" დაუპირისპირდა და დრამატულ შეხვედრაში დაამარცხა. შეხვედრის ძირითად დროში ორი გოლი გავიდა და ორივე პირველ ტაიმში.
ჯერ ფაბრიციო რავანელიმ დააწინაურა "ბებერი ქალბატონი", ხოლო მერე იარი ლიტმანენმა გაათანაბრა. დაინიშნა დამატებითი დრო, სადაც გოლი ასევე არ გასულა. ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. იტალიელებმა 4-დნ 4 თერთმეტმეტრიანი გაიატანეს, ხოლო ჰოლანდიელთაგან ედგარ დავიდსა და სონი სილოის ანჯელო პერუციმ აჯობა.
მას შემდეგ 22 წელი გავიდა. "აიაქსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში აღარ გასულა, "იუვენტუსს" კი თასი არ მოუგია. ისე, ტურინელებმა აქედან მოყოლებული 5-ჯერ ითამაშეს ფინალში, მაგრამ ყველა წააგეს.