ფეხბურთი

14:28 | 22.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "დორტმუნდს" ფავრი გაწვრთნის

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. როგორც გერმანული გუდის ვებგვერდი იტყობინება, ამიერიდან “ყვითლებს” ლუსიენ ფავრი გაწვრთნის. მხარეებს შორის ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

“დორტმუნდი” სასიამოვნო ამოცანაა”, - ციტირებს “ბორუსიას” ვებგვერდი ფავრის სიტყვებს.

შვეიცარიელი სპეციალისტი ბოლოს ფრანგულ “ნიცაში” მუშაობდა, რომელიც 2016-2017 წლების სეზონში ლიგა 1-ში მესამე ადგილზე გაიყვანა. იქამდე 60 წლის სპეციალისტი ბუნდესლიგურ “გლადბახს” წარმატებით ედგა სათავეში.

რაც შეეხება “დორტმუნდს”, გასულ სეზონში პეტერ შტოგერი წვრთნიდა, მაგრამ “ყვითლებმა” ბუნდესლიგაში მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავეს და კარისკენ მიუთითეს.

0.120307