ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფენრენციის ფინალში ყველაფერი თავიდან იწყება! ლებრონ ჯეიმსის ლიდერობით “კლივლენდ კავალიერსმა” “ბოსტონ სელტიკსს” ზედიზედ მეორე შეხვედრა მოუგო და სერიაში ანგაიში გაათანაბრა – 2:2.
“კავსმა” ოდენ ერთი პერიოდი მოიგო და სამი წააგო, მაგრამ გამარჯვებისთვის ესეც საკმარისი გამოდგა. პირველი მეოთხედი მასპინძლებმა დიდებულად ჩაატარეს და 16-ქულიან უპირატესობას მიაღწიეს, რაც თამაშის ბოლომდე არ გაუნიავებიათ. მართალია, შემდგომ ნაბიჯ-ნაბიჯ “სელტიკსი” ჩამორჩენას ამცირებდა, თუმცა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა და საბოლოოდ დამარცხდა.
საუკეთესო ვინ იქნებოდა, თუ არა ლებრონ ჯეიმსი?! – “მეფემ” 42 წუთში 44(!) ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი შესძინა საკუთარ გუნდს. სხვათა შორის, ლებრონმა მიმდინარე სეზონის პლეი-ოფში ჩატარებული 15 მატჩიდან ექვსჯერ შეძლო, რომ შეხვედრაში 40 ქულიან ზღვარს ასცდენოდა... “კლივლენდის” რიგებში კაილი კორვერის თამაშის უნდა გამოვყოთ (14 ქულა, 4 მოხსნა), ჯორჯ ჰილმა 13 ქულა, 4 მოხსნა და პასი მოუტანა “კავალერიას”, ხოლო კევინ ლავმა მატჩი 9 ქულა, 11 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. “კლივლენდის” რიგებში ერთადერთი, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა, ტრისტან ტომპსონი იყო – 13 ქულა, 12 მოხსნა.
“ბოსტონის” რიგებში ჯეილენ ბრაუნი იყო გამორჩეული 25 ქულითა და 6 მოხსნით, ჯეისონ ტატუმმა კი 17 ქულით დაასრულა შეხვედრა.
სერიის მეხუთე მატჩი 24 მაისს, ბოსტონში გაიმართება.
“კლივლენდ კავალიერსი” – “ბოსტონ სელტიკსი” 111:102 (34:18, 34:35, 21:23, 22:26) VIDEO