ფეხბურთი

3:42 | 22.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ხარაიშვილის სადებიუტო და ულამაზესი გოლი შვედეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

შვედეთის ალსვენსკანის მეცხრე ტურში გიორგი ხარაიშვილის “გეტებორგი” “ელფსბორგს” სტუმრად დაუზავდა – 1:1. სასიხარულოა, 21 წლის ქართველი შემტევი გოლით გამოირჩა.

საერთოდ, ხარაიშვილი პირველად მოხვდა “გეტებორგის” სასტარტო შემადგენლობაში და 63-ე წუთზე ულამაზესი გოლით გახსნა ანგარიში. ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, ბევრი არ უფიქრია და მეტოქის კარის ცხრიანში გაიტანა. ეს გიორგის პირველი გოლია შვედეთის ჩემპიონატში. ხარაიშვილმა 79-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო მისმა გუნდმა ორი ქულა დრამატულად დაკარგა – გაუშვა რა გოლი, მსაჯის მეხუთე დამატებულ წუთზე.

საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ფეხბურთელის აქტივში მიმდინარე სეზონში 6 მატჩი და 1 გოლია. შეგახსენებთ, რომ გიორგი სკანდინავიაში თებერვალში “საბურთალოდან” გადაბარგდა.

რაც შეეხება “გეტებორგს”, 9 მატჩში 13 ქულა აქვს და მეცხრე პოზიციაზე იმყოფება.

0.121993