ლონდონის “არსენალს” უნაი ემერი გაწვრთნის. ბრიტანული მედიის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ინფორმაცია უახლოეს ხანებში ოფიციალურად დადასტურდება. სწორედ ამის შემდგომ გაირკვევა კონტრაქტი ფინანსური დეტალები და ხანგრძლოვობა.
როგორც ირკვევა, ესპანელი სპეციალისტი ლონდონში იმყოფებოდა და “მეთოფეთა” ბოსებს შეხვდა, რის შემდგომაც ყველაფერი გადაწყდა.
აღსანიშნავია, რომ აქამდე, “არსენალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიკელ არტეტა განიხილებოდა, თუმცა, პეპ გვარდიოლას თანაშემწე ლონდონში მწირი გამოცდილების გამო დაიწუნეს.
შეგახსენებთ, “არსენალი” 1996 წლის შემდეგ პირველად იმყოფება უმწვრთნელოდ – არსენ ვენგერმა გუნდი სეზონის დასრულებისთანავე დატოვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იქნებ გაქაჩოს დააცადეთ :დ
არსენალმა თუ ფული არ დახარჯა ვერანაირი მწვრთნელი ვერ უშველის პრემიერლიგაში ისეთი კონკურენციაა - არსენას დიდი მინუსი სწორედ ეგ იყო რომ არ ითხოვდა ტოპ ფეხბურთელებს - ისე არსენალის ბოსებს თუ კლუბის წარმატება უნდოდათ ან ერთი-ორი წლის წინ უნდა გაეშვათ ვენგერი ან ეს ერთი წელიც ბოლომდე უნდა დაეცლიათ და ესე უნამუსოდ არ უნდა მოქცეოდნენ ამხელა დამსახურების კაცს!
დიდ ფულს არც კლოპი ხარჯავს პირიქით არსენალმა უფრო მეტი დახარჯა ვიდრე ლივერპულმა.არსენალის პრობლემა ვენგერის დიდი სიყვარული იყო უფრო ადრე უნდა გაეშვა არსენალს ფრანგი
კაი რა ემერი მაგან პსჟ-ში ვერ ქნა ვერაფერი და არსენალში იზამს? ისე ნუ იზამენ არსენალის თამაშის ყურება შემაზიზღონ
რატოოოო ვენგერს როცა უშვებ ვენგერზე ეფექტური ხო უნდა მოიყვანო შედეგით მაინც!!!!!!!!!!!! ტიპებმა ვენგერი გაუშვეს და ემერი მოყავთ სად არის გრამი ლოგიკა??? გამეცით ვინმემ პასუხი?
ბოსების ჯიბეში... ესეც პასუხი ))) რეალურად ფულის საკეთებელი მანქანაა არსენალი ბოსებისთვის, წავიდა არსენა - მოვიდა არსენაზე უარესი ჩმორი
სპარტაკის სტილში ათამაშებს არსენალს

დდდდდდდდდდდდდდდდდდდდ მართლა თუ ეს ყ დანიშნეს არსენალში
მოიცადა ეს პსჟ ს ტრენერი არაა ? თუ იმის კლონია ? DD
არსენას ადგილზე რომ ამას დანიშნავ რის იმედი უნდა გქონდეს
+