ფეხბურთი

21:29 | 21.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნაინგოლანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

იტალიური “რომას” ნახევარმცველმა რაჯა ნაინოლანმა ბელგიის ეროვნული ნაკრები დატოვა. 30 წლის მოთამაშემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე რობერტო მარტინესმა მისი წაყვანა არ მოისურვა.

“გულდაწყვეტილი მინდა გაცნობოთ, რომ ნაკრებში კარიერას ვასრულებ. მე ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი, რათა გუნდს დავხმარებოდი, სამწუხაროთ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას ვერ ამჩნევენ. მე ყოველთვის ვიქნები ბელგიის ნაკრების გულშემატკივარი “, - განაცხადა ნაინგოლანმა.

აღსანიშნავია, რომ ნაინგოლანმა მარტინესთან არსებული კონფლიქტის გამო ბელგიის ნაკრები ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში დატოვა, თუმცა მუნდიალზე მოხვედრის იმედით, მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა.

რაჯა ნაინგოლანმა ბელგიის ეროვნულ ნაკრებში 2009-2018 წლებში 30 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

0.11976