იტალიური “მილანის” აღმასრულებელმა დირექტორმა მარკო ფასონემ ახალგაზრდა კიპერის, ჯანლუიჯი დონარუმას შესახებ ისაუბრა. ფასონეს თქმით “როსონერი” დონარუმას გაყიდვას არ გეგმავს, თუმცა ყველაფერი კარგ შეთავაზებაზეა დამოკიდებული.
“მე იმედი მაქვს, რომ ჭორები დონარუმას სხვა კლუბში გადასვლის შესახებ დასრულდება და ის “მილანში” დარჩება. სატრანსფერო ფანჯარის პერიოდში არავინ იცის წინასწარ თუ რა მოხდება. ჩვენს გუნდში ხელშეუხებელი არავინ არის, მაგრამ თუ ვინმეს გაყიდვა გადავწყვიტეთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზება სამართლიანი იქნება. ჯერჯერობით არც დონარუმას და არც სუსოს თაობაზე შეთავაზებები არ გვაქვს”, - განაცხადა ფასონემ რადიო UNO-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონტი “შავ-წითლებმა” მე-6 პოზიციაზე დაასრულეს,რომელიც ევროპა ლიგის საგზურისთვის საკმარისი აღმოჩნდა.