ფეხბურთი

15:18 | 21.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - ნაინგოლანი თამაშგარეში

ბელგიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის უკვე ცნობილია. რობერტო მარტინესმა “წითელი ეშმაკების” რიგები 28 ფეხბურთელით შეავსო, ხოლო საბოლოო 23-კაციან ნუსხას 4 ივნისს გამოაქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ ბელგიის ნაკრებში მარტინესმა იტალიური “რომას” ერთ-ერთი ლიდერი რაჯა ნაინგოლანი არ გამოიძახა.

მეკარეები: ტიბო კურტუა (ჩელსი, ინგლისი), სიმონ მინოლე (ლივერპული, ინგლისი), კონ კასტეელსი (ვოლფსბურგი, გერმანია), მატს სელსი (ანდერლეხტი)

მცველები: ტიბო ალდერვეირელდი (ტოტენჰემი, ინგლისი), დედრიკ ბოიატა (სელტიკი, შოტლანდია), ლორან სიმანი (ლოს ანჯელესი, აშშ), კრისტიან კაბასელე (უოტფორდი, ინგლისი), ვინსენ კომპანი (სიტი, ინგლისი), ჯორდან ლუკაკუ (ლაციო, იტალია), ტომას მუნიე (პსჟ, საფრანგეთი), ტომას ვერმაელენი (ბარსელონა, ესპანეთი), იან ვერტონგენი (ტოტენჰემი, ინგლისი)

ნახევარმცველები: ნასერ შადლი (ვესტ ბრომვიჩი, ინგლისი), კევინ დე ბრუინი (სიტი, ინგლისი), მუსა დემბელე (ტოტენჰემი, ინგლისი), ლეანდერ დენდოკერი (ანდერლეხტი), მარუან ფელაინი (მანჩესტერი, ინგლისი), ადნან იანუზაი (სოსიედადი, ესპანეთი), იური ტილემანსი (მონაკო, საფრანგეთი), აქსელ ვიტსელი (ტიანჯინი, ჩინეთი)

თავდამსხმელები: მიჩი ბატშუაი (დორტმუნდი, გერმანია), კრისტიან ბენტეკე (კრისტალ პალასი, ინგლისი), იანიკ ფერეირა-კარასკო (დალიანი, ჩინეთი)), ედენ აზარი (ჩელსი, ინგლისი), ტორგან აზარი (გლადბახი, გერმანია), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერი, ინგლისი), დრის მერტენსი (ნაპოლი, იტალია)

ბელგიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პანამას (18 ივნისი), ტუნისს (23 ივნისი) და ინგლისს (28 ივნისი) დაუპირისპირდება.

0.122216