“რეალის” სლოვენიელი უკანახაზელი ლუკა დონჩიჩი ევროლიგის MVP და ევროლიგის “ოთხთა ფინალის” MVP გახდა, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ლუკამ ასევე რამდეიმე დღის წინ ევროლიგის “ამომავალი ვარსკვლავის” ტიტული მიიღო.
დონჩიჩმა ფინალში გუნდს 15 ქულა, 4 პასი და 3 მოხსნა შესძინა. რეგულარულ სეზონში სლოვენიელი 16.1 ქულას, 4.9 მოხსნას, 4.3 პასს და 1.1 ჩაჭრას აგროვებდა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 21 გახლდათ.