ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მესამე შეხვედრაში “გოლდენ სტეიტმა” შინ “ჰიუსტონი” 126:85 გაანადგურა VIDEO. “მეომრებმა” მეტოქე ოთხივე პერიოდში დაამარცხეს. ტეხასელები უსუსურად გამოიყურებოდნენ, ერთადერთი მეტოქეს პირველ პერიოდში მეტნაკლები წინააღმდეგობა გაუწიეს.
მატჩში ყველაზე მეტი 35 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო, დურანტს 25 ქულა ჰქონდა. “ჰიუსტონში” 20 ქულით ჰარდენი გამოირჩა. ზაზა ფაჩულიამ სამი წუთი ითამაშა, თუმცა ამ დროში ზაზას ფარისკენ არც უსვრია არც ბურთი დაუკარგავს და არც ჯარიმა მიუღია.
სერიის მომდევნო შეხვედრა ისევ ოკლენდში 23 მაისს თბილისის დროით 05:00 საათზე გაიმართება.