ეროვნული ლიგის მე-12 ტური წარუმატებელი გამოდგა ერთპიროვნული ლიდერის, “საბურთალოსთვის”. თბილისელები გორში ჩავიდნენ და ადგილობრივ “დილასთან” უბრალოდ ვერაფერ გააწყვეს. სხვაგავარად რომ ვთქვათ, ლეანდრო რიბეიროსთან.
ბრაზილიელი შეუდარებლად გაისარჯა: ჯერ პირველ ტაიმში მიკოლა კოვტალიუკმა მისი პასით გაიტანა, ხოლო მეორე ნახევარი ლეანდროს ბენეფისი იყო და ჰეთ-თრიქი გაიფორმა. ერთადერთი, რაც სტუმრებმა შეძლეს, გურამ გოშთელიანის პრესტიჟის გოლი გამოდგა. მიუხედავად მძიმე მარცხისა, “საბურთალო” ლიდერობას ინარჩუნებს, მაგრამ ახლა “დინამოს” მხოლოდ ორი ქულით უსწრებს, ხოლო იმავე “დილას” 4 ქულით.
ზედიზედ მეორე თამაში მოიგო თბილისის “ლოკომოტივმა”. “რიკინიგზელებმა” საკუთარ მოედანზე მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის “ტორპედო” დაამარცხეს. წინა ტურში “ლოკომ” “დინამოს” აჯობა, ახლა “ტორპედოს” და შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრიზისს თავი დააღწია. “ლოკომოტივი” ორი საფეხურით დაწინაურდა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია.
დღესვე, საჩხერის “ჩიხურამ” “რუსთავი” მისსავე მოედანზე გაანდაგურდა. სოსო ფრუიძის გუნდი ერთი თავით მაღლა იდგა მეტოქეზე და ეს ანგარიშშიც აისახა – 4:0. “ჩიხურამ” ორმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და ევროზონაში ადგილი შეინარჩუნა.
“ლოკომოტივი” – “ტორპედო” 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 კიკაბიძე (72)
“რუსთავი” – “ჩიხურა” 0:4 (0:2)
გოლები: 0:1 ბუღრიძე (34), 0:2 გაბედავა (40), 0:3 გაბედავა (66), 0:4 ბუხაიძე (79)
“დილა” – “საბურთალო” 4:1 (1:0)
გოლები: 1:0 კოვტალიუკი (33), 2:0 ლეანდრო რიბეირო (51, პენ), 3:0 ლეანდრო რიბეირი (78), 3:1 გოშთელიანი (87), 4:1 ლეანდრო რიბეირო (90)