ფეხბურთი

23:36 | 20.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი პაპუნაშვილის ბენეფისი: ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში საოცარი მატჩი ჩაატარა გიორგი პაპუნაშვილმა. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა “სარაგოსასა” და “ალბასეტეს” შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა და საგოლე პასიც მიითვალა.

ქართველმა მე-11 წუთზე გახსნა ანგარიში, როდესაც ჩვეულ სტილში მარცხენა ფეხით მეტოქის კარის ცხრიანი დალაშქრა. 28-ე წუთზე უკვე პომბოს კარგი გადაცემის შემდეგ ახლო მანძილიდან შეაგდო, ხოლო 42-ე წუთზე ალბერტო ზაპატერი მახვილგონივრული პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა და გამოცდილმა ნახევარმცველმა გარჯა დაუფასა. გიორგიმ 56-ე წუთზე უკვე მესამედ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:1. აღნიშნულ მატჩში გიორგი 58-ე წუთზე შეცვალეს.

ცალსახად, ეს პაპუნაშვილის საუკეთესო მატჩია მას შემდგომ, რაც “სარაგოსას” ღირსებას იცავს. გიორგის მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი (7 ლა ლიგა 2-ში, 1 სამეფო თასზე).

“სარაგოსა” კი ლა ლიგაში გადასასვლელად იბრძვის. არაგონელებს 65 ქულით მეოთხე პოზიცია უკავიათ და სეზონის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი. თუ ექვსეულის არ ჩამოსცილდებიან, გადასასვლელ პლეი-ოფში ითამაშებენ.

0.099808