ფეხბურთი

16:33 | 20.05.2018 | ნანახია NaN - ჯერ

"ლესტერმა" პერეირა დაიმატა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "პორტუს" მარჯვენა გარემარბი რიკარდო პერეირა კარიერას "ლესტერში" გააგრძელებს. როგორც "მელიების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელი და პორტუგალიური კლუბი ინგლისელებს უკვე შეუთანხმდნენ და ტრანსფერი საბოლოოდ 9 ივნისს დასრულდება.

ფეხბურთელი ინგლისში უკვე ჩავიდა და კლუბს ხუთწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. პერეირა პორტუგალიის ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე საასპარეზოდ მოემზადება.

რიკარდო "სპორტინგის" აკადემიის აღზრდილია. 2010 წელს "ნავალში" გადავიდა და ერთი სეზონის შემდეგ - "გიმარაეშში". საბოლოოდ მცველი "პორტუში" 2013 წელს მოხვდა და მთავარ გუნდში ორი სეზონის შემდეგ დააწინაურეს. გასულ სეზონში 24 წლის მოთამაშემ 43 მატჩში ორი გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:40 | 03.12.2013
alejandro (44439)

უშენოდ რეალი უფრო კარგია!

18:06 | 03.12.2013
NGoLo KaNte (36472)

ცხენდოოო

17:20 | 03.12.2013
the mentalist (22583)

მალე დაბრუნდი ლომო

16:13 | 03.12.2013
El Capitano 7 (35967)

წაადიიი DDDDDDDDDD

0.065269