ფეხბურთი

18:55 | 20.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

კოვაჩი: "აინტრახტმა" "ბაიერნთან" გამარჯვება დაიმსახურა"

"აინტრახტის" მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი გერმანიის თასის მოგების შემდეგ კლუბს დაემშვიდობა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა დამსახურებულად გაიმარჯვა. ფინალში ფრანკფურტელებმა მიუნხენის "ბაიერნი" 3:1 დაამარცხეს.

"ჩემმა გუნდმა დიდი მონდომება დაგვანახა და ეს არ იყო დაუმსახურებელი გამარჯვება. ერთ-ერთ ეპიზოდში მინდა ვთქვა რომ მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა. შესანიშნავი წლების გამო კლუბს მადლობას ვუხდი. აქ მიმიღეს როგორც ბიჭი, მაფასებდნენ და ვუყვარდი. მიყვარს ეს ქალაქი, კლუბი და გულშემატკივრები." - ციტირებს ბუნდესლიგის ოფიციალური ვებგვერდი ხორვატის სიტყვებს.

მომავალი სეზონიდან 46 წლის სპეციალისტი მიუნხენის "ბაიერნს" უხელმძღვანელებს.

0.122425