ფეხბურთი

18:30 | 20.05.2018 | ნანახია 522 - ჯერ

ზედიზედ მეორედ: კავანი ლიგა 1-ის ბომბარდირია

ურუგვაის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი ედინსონ კავანი ლიგა 1-ის 2017/18 წლების სეზონის ბომბარდირი გახდა. სამხრეთამერიკელმა 32 შეხვედრაში თავი 28-ჯერ გამოიჩინა. კავანი ზედიზედ მეორედ გახდა საფრანგეთის ჩემპიონატში ყველაზე მეტი გოლის ავტორი, გასულ სეზონში ედინსონმა 36 მატჩში 35 გოლი გაიტანა.

ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე "მარსელის" ფეხბურთელი ფლორიან ტოვენი 22 გოლით გავიდა. მესამე პოზიციაზე კი - "ლიონის" შემტევი მემფის დეპაი (19 გოლი).


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

05:06 | 15.12.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

რეალმა შემდეგ ორ მატჩში 4 ქულის დაგროვება მაინც თუ მოახერხა ჩემი აზრით მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგავს ჩემპიონობისთვის. ქულებში დიდი სხვაობა არ იქნება მარა მოიშორებს რთულ მატჩებს ერთი და მეორე ხასიათზე მოვა. მარა აი მესიმ თუ ათრია ოთხშაბათს მერე აღარ ვიცი

0.064474
522