სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ბლოგი

14:18 | 20.05.2018 | ნანახია 2387 - ჯერ

სპორტული ოკუპაციის მძიმე შედეგები

ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ჯერ კიდევ მცხოვრებ ახალგაზრდებს სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, ძალაზედ მკაფიოდ უდგათ სპორტში ჩართულობის და ამ მხარეებში სპორტის მასობრიობის პრობლემა. გარდა იმისა, რომ მოშლილია, ანდა მთლიანად განადგურებულია სპორტული ინფრასტრუქტურა, გამქრალია მთელი რიგი სპორტის სახეობები და ახალგაზრდას რაც არ უნდა დიდი სურვილი ქონდეს, მაინც ვერ დაკავდება სპორტის იმ სახეობით რაც მას უყვარს და მოსწონს, უმნიშვნელოვანესია ის პრობლემაც, რომ ამ რეგიონებიდან ახალგაზრდები ისედაც გარბიან.

ოკუპირებულ რეგიონებში ახალგაზრდების სპორტში ჩართულობას ხელს ასევე უშლის სპორტული კუთხით უპერსპექტივობაც. როგორც იცით, საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები არ აღიარებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სპორტულ კლუბებს, ტურნირებს, კონკრეტულ ღონისძებებსა და თქვენ წარმოიდგინეთ კონკრეტულად სპორტსმენებსაც კი.

რა მოტივაცია და პერსპერტივა უნდა ქონდეს ვთქვათ მონდომებულ ცხინვალელ ახალგაზრდას, რომელიც თავისუფალ ჭიდაობაში ვარჯიშობს? არაღიარებული სამხრეთ ოსეთის სახელით ის საერთაშორისო დიდ შეჯიბრებებზე ვერ გავა და მას რჩება მხოლოდ ორი გზა - ან მონაწილეობა უნდა მიიღოს არაღიარებულ ქვეყნებს შორის ჩატარებულ კომიკურ და აბსურდულ ტურნირებში (რომელიც არც არავინ იცის და არც არავის აინტერესებს) ან უარი უნდა თქვას თავის ქალაქში ცხოვრებაზე, მიიღოს სხვა ქვეყნის (სამწუხარდ როგორც ხშირად ხდება ხოლმე - რუსეთის) მოქალაქეობა და იმ ქვეყნის სახელით გავიდეს ტურნირებზე. ესეც იმ შემთხვევაში, თუკი შეძლებს და კონკურენციას გაუწევს ადგილობრივ სპორტსმენებს, რომლებსაც ცხადია მოსამზადებელი პირობები ყოველთვის მასზე უკეთესი ექნებოდათ.

ასეთმა მძიმე სურათმა და არასასურველმა ტენდენტიებმა გამოიწვია ის, რომ მართლაც ნიჭიერი და ტალანტით სავსე ახალგაზრდები სამუდამოდ ტოვებენ მშობლიურ ქალაქებსა და სოფლებს და სხვა ქვეყნების სახელით გამოდიან მთელი მსოფლიოს სტადიონებზე, არენებსა თუ ტატამებზე. ამის მაგალითად თუნდაც ბესლანში დაბადებული და ცხინვალში გაზრდილი ოსი ფეხბურთელის, ალან ძაგოევის ისტორია მეტყველებს, რომელიც დღეს მოსკოვის “ცესკაში“ და რუსეთის ნაკრებში თამაშობს (თუმცა მისი საუკეთესო წლები ალბათ უკვე წარსულში დარჩა) და ჩვენი ქვეყნის ისტორია სხვაგვარად რომ განვითარებულიყო, ალანი საქართველოს ნაკრებში ითამაშებდა და მას ალბათ “ახალ გუცაევსაც“ კი დაარქმევდნენ.

ძაგოევის მსგავსად ბევრ ნიჭიერ აფხაზ თუ ოს ახალგაზრდას არ გაუმართლა და არა და ვერ ეღირსათ საერთაშორისო აღიარება (თუნდაც ეს აღიარება რუსეთის ნაკრებში თამაშით იყოს მიღწეული). მეტიც - ამ ახალგაზრდების სპორტული ტალანტი უკვალოდ გაქრა და დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სპორტის განვითარებას ვინ ჩივის, - “საუკეთესო“ სამსახურად რუსეთის ჯარში სამსახური ანდა კონტრაბანდისტობა ითვლება.

გარდა ამისა, სხვადასხვა არაოფიციალური მონაცემებით, ნარკომანიის კუთხით ცხინვალის რეგიონიცა და აფხაზეთის დღეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ტერიტორიებია და იქ ფაქტობრივად უკონტროლოდ იყიდება სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, რასაც როგორც ვიცით სამწუხაროდ ხშირად სწორედ ახალგაზრდები მოიხმარენ. ასეთ დროს და ასეთ ვითარებაში მომავალი სპორტსმენების აღზრდაზე ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:38 | 28.05.2018
BEERTRANCE (97339)

ჩვენსას მივხედოთ ჯერ

21:51 | 26.05.2018
despe (3043)

ნეტა არ უჟუილებდე რა, ახლა მაგათზე გვადარდე. რაც მალე დაიცლება ეგ რეგიონები, მით უკეთესი. ჯაყოს სინდრომი განუკურნებელია.

19:45 | 20.05.2018
Zazae890 (35)

კორბენ - რის პროვოკაცია რა პროვოკაცია. ეს იყო გარიგება სკამის სანაცვლოდ. დავკარგეთ აფხაზეთი, დავიბრუნეთ თეთრი მელა (სატანა)

19:41 | 20.05.2018
ირაოლა (272)

აფხაზიც მყავდა მეგობარი და ოსიც...რა ეროვნებაზეა საუბარი, ისინი ჩემთვის ერთი საბურთალოელია მეორე ნახალოვკელი...დრო ყველაფერს დაალაგებს, ერისთვის რომელიც 40 საუკუნე იბრძვის 25 წელი თვალის დახამხამებაა, საქართველო იყო არის და იქნება

16:53 | 20.05.2018
# KoRBeN DaLLaS # (12206)

მაინც რამხელა სისულელე ჩავიდინეთ ქართველებმა, როცა პროვოკაციას წამოვეგეთ და კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა მოვინდომეთ აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონშიც.

19:27 | 20.05.2018
ირაოლა (272)

ჩვენი "პროვოკაცია" რუსეთის მეზობლად ცხოვრებაა...როდის იყო რუსი სამართალს ან წესიერებას იცავდა

20:00 | 20.05.2018
# KoRBeN DaLLaS # (12206)

მაგაშია საქმე. როცა ასეთი მეზობელი გყავს, ბევრად უფრო ფრთხილი და გაწონასწორებული უნდა იყო. ჩვენ კი მკერდში მუშტების ბრაგუნს გადავაყოლეთ ყველაფერი.

22:36 | 20.05.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

კი მართალი ხარ, სამწუხაროდ ჭკუა არ გვეყო. უწკუობით ახლაც ბევრს ვკარგავთ და მგონი მალე ისევ იქ აღმოვჩნდებით საიდანაც ვითომ თავი დავაღწიეთ, ესეც ჩვენი უჭკოობით და ღალატით ხდება.

16:16 | 20.05.2018
sul2 (195)

ძალიან სამწუხარო რეალობა არადა ოსები როდის განირჩეოდნენ ქართველებისგან, რამდენი გამოჩენილი სპორტსმენი უჩუქებიათ საქართველოსთვის ოსებს და ქისტებს. აფხაზები კი მაინცდამაინც არ მახსენდება.

15:31 | 20.05.2018
xandakeli (1617)

მოს პატრონი ვინც საქართველოს უღალატა მეტის ღირსი არა მალე აფხაზის ხსენებაც აღარ იქნება!

14:43 | 20.05.2018
წინ ბათუმის დინამო (95)

აბა ბიჭო ქართველ სპორტსმენებზე ზრუნვით ხომ ხართ მომკვდარი და ახლა იმათზეც ინერვიულეთ,რაც უნდოდათ ის მიიღეს

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.092862