ფეხბურთი

1:46 | 20.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის თასი "აინტრახტმა" მოიგო (+VIDEO)

მიუნხენის “ბაიერნმა” დუბლი ვერ შეასრულა და იუპ ჰაინკესი “რეკორდმაისტერიდან” დუბლით ვერ წავიდა. ფრანკფურტის “აინტრახტი” როგორც აღმოჩნდა, უფრო მოწყურებული იყო ტიტულს და მონდომება დაუფასდა კიდეც.

ნიკო კოვაჩი კი კლუბს სანუკვარი თასით დაემშვიდობა და ახალი სეზონიდან მუშაობას სწორედ “ბაიერნში” გააგრძელებს. “აინტრახტის” გმირი კი ხორვატი ანტე რებიჩია, რომელმაც დუბლი შეასრულა. ერთი ხანობა რობერტ ლევანდოვსკიმ გაათანაბრა, მაგრამ “ბაიერნის” დღე არ იყო. აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი ფრანკფურტელებმა კონტრშეტევებზე გაიტანეს. წერტილი მეხუთე დამატებულ წუთზე მიატ გაჩინოვიჩმა დასვა, რომელმაც ცარიელ კარში შეაგდო, ვინაიდან სვენ ულრაიხი მეტოქის საჯარიმოში იყო ჩაბრძანებული.

“აინტრახტმა” დამსახურებულად მოიგო. ბოლოს ტიტული (სწორედ გერმანიის თასი) 30 წლის წინ, 1988 წელს ჰქონდა მოგებული. ამასთან ევროპა ლიგის საგზურიც მოიპოვა...

0.114437