გლაზგოს "სელტიკმა" შოტალნდიის თასის ფინალში "მოზერუელი" 2:0 დაამარცხა და აღნიშნული ტურნირი 38-ედ მოიგო. ბრენდან როჯერსის გუნდიდან თავი კალუმ მაკრეგორმა და ოლივიე ნტჩამიმ გამოიჩინეს.
2017/18 წლების სეზონში "სელტიკმა" შოტლანდიის პრემიერშიპი 49-ედ მოიგო და ზემოთაღნიშნული თასის გარდა, როჯერსის გუნდმა ლიგის თასზეც იმარჯვა. გლაზგოელებმა ჰეთთრიკი ზედიზედ მეორე წელს შეასრულეს.