ფეხბურთი

20:29 | 19.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ცრემლი, ემოცია, ტაში - ჯიჯი გააცილეს (+VIDEO)

დასრულდა. დასრულდა ცრემლით, ბევრი ემოციითა და აპლოდისმენტით - ჯანლუიჯი ბუფონი ტურინის "იუვენტუსს" დაემშვიდობა. "ვერონასთან" "იუვემ" სკუდეტოს მოპოვება აღნიშნა, მაგრამ მთავარი აქცენტი მაიცნ სხვა ფაქტზე გაკეთდა:

62-ე წუთზე ჯანლუიჯი ბუფონი მასიმილიანო ალეგრიმ შეცვალა. რაც ტურინში ხდებოდა, ამის სიტყვით, ფურცელზე გადმოცემა ძალიან, ძალიან რთულია. ბუფონმა სტადიონს წრე დაარტყა და ქომაგებისგან საჩუქრები მიიღო.

17 წელი, 656 მატჩი, 6 111 დღე - ჯიჯი ბუფონი და "იუვენტუსი" სინონიმები აღარ არიან...

0.115244