ფიფას ყოფილი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი მიშელ პლატინის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და ფრანგს ლექსიკა დაუწუნა.
“არ შემიძლია ამას ჩაწყობა ვუწოდო, სიტყვა არასწორია და უფრო მგონია, რომ პრობლემა პლატინის ლექსიკაა. ეს იყო საორგანიზაციო კომიტეტი, რომელმაც შექმნა კრიტერიუმები. ნებისმიერ შემთხვევაში საოცნებო ფინალამდე სხვა მატჩების მოგება იყო საჭირო”, - ციტირებს ბლატერის სიტყვებს L’Equipe.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მიშელ პლატინიმ 1998 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიხსენა და განაცხადა, რომ მაშინ ყველა საფრანგეთი – ბრაზილიის ფინალზე ოცნებობდა.