ჯანლუიჯი ბუფონი ტურინის “იუვენტუსს” ემშვიდობება. ამ ფაქტმა ძალზე დაამწუხრა “ბებერი ქალბატონის” მრავალრიცხოვან ქომაგთა არმია, მაგრამ არის ერთი გულშემატკივარი, რომელიც ბუფონის “იუვედან” წასვლით ბედნიერია.
ეს ადამიანი ალენა სერედოვაა. ჩეხი მოდელი, რომლის საყვარელი გუნდი გარდა იმისა, რომ “იუვენტუსია”, ჯანლუიჯი ბუფონის ყოფილი მეუღლე გახლავთ.
“ახლა “იუვეს” გულშემატკივრობას ისევ დავუბრუნდები. 2006 წელს ვერ წარმოვიდგენდი, რა მოხდებოდა მომავალაში. დ’ამიკო? (ბუფონის ამჟამინდელი მეუღლე – რედ) მასთან არანაირ ურთიერთობა არ მაქვს”, - განაცხადა სერედოვამ.
ჯიჯი ბუფონი და ალენა სერედოვა დაახლოებით 10 წელი ერთად ცხოვრობდნენ და ოფიციალურად 2011 წელს შეუღლდნენ. მათი ქორწინება 2014 წლის მაისში ოფიციალურად დასრულდა. ბუფონსა და ჩეხ მოდელს ორი შვილი აკავშირებთ – ლუის ტომასი და დავიდ ლი.
სერედოვა 2014 წლიდან სასიყვარულო ურთიერთობაში ბიზნესმენ ალესანდრო ნასისთან გახლავთ, ხოლო ბუფონი 2015 წელს ჟურნალისტ ილარია დ'ამიკოსთან შეუღლდა და მასთან ერთი შვილი ჰყავს - ლეოპლდო მატია.