საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ გიორგი ქვილითაიასთვის მიმდინარე სეზონი ვადაზე ადრე დასრულდა. როგორც “რაპიდის” ვებგვერდი იტყობინება, 24 წლის ჩვენებური გუშინდელ ვარჯიშზე დაშავდა და საოპერაციოა.
ქვილითაიას კოჭის დაზიანება აღენიშნება და წინასწარი ვარაუდით, დაახლოებით 3 თვე ვერ ითამაშებს. როგორც “რაპიდის” საიტი იტყობინება, ქართველ ფორვარდს გამოკვლევა დღეს უნდა ჩაუტარდეს და საბოლოო დიაგნოზიც გახდება ცნობილი. ეს იმას ნიშნავს, რომ გიორგი ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ორი ტურში “ალტახთან” და “ვოლფსბერგერთან” მოედანზე ვერ გავა.
ქვილითაია ვერ დაეხმარება საქართველოს ნაკრებსაც, რომელიც 1 და 5 ივნისს, ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს მალტისა და ლუქსემბურგის ნაკრებებთან. მიმდინარე სეზონში ჩვენებურმა ფეხბურთელმა "რაპიდის" რიგებში 32 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თუ პირიქით, ადრე, ავირიე :დდდ
მოკლედ დილის თამაშები ადრე დაიწყონ, საღამოსი გვიან :დდ
და ამათმაც დროის გადაწევის გარეშე 1 საათით გვიან დაიწყონ ასპარეზობები, იგივე არ გამოვა?
))