ფეხბურთი

0:04 | 19.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მე არასდროს შევწყვეტ შენს სიყვარულს" - ჯიჯი ბუფონი "იუვეს" ემოციური წერილით დაემშვიდობა

ტურინის “იუვენტუსში” ჯანლუიჯი ბუფონის ეპოქის დასრულებამდე საათები რჩება. ლეგენდარული ფეხბურთელი გუნდს, სადაც 17 წელი გაატარა, ჯიჯი სპეციალური და ემოციური წერილით დაემშვიდობა:

“6 111 დღე. 6 111 მომენტი და სუფთა ვნება. სიხარული, ტირილი, მარცხი, გამარჯვება. მადლობა. მადლობა თოთიეულ თქვენგანს. იმიტომ, რომ ყველა თქვენგანი დამეხმარა ჩემი შავ-თეთრად ცხოვრების ყველა მომენტში. ცხოვრება, რომელიც გახდა ჩემი მეორე ტყავი.

ტყავი, რომელიც მეცვა, მიყვარდა, პატივს ვცემდი, ვიცავდი მთელი ძალით. თვალყურს ვადევნებდი და ამას გატაცებით ვაკეთებდი, რომელიც ყოველთვის ჩემთან ერთად იყო. ხვალიდან გზა მთავრდება. სრულდება წიგნი, რომელიც ერთად დავწერეთ. ემოცია ბევრია, ძალიან ბევრი.

ახალი გზის დაწყება გარდაუვალია. ახალი წიგნი უნდა დაიწყოს. “იუვენტუსისთვის”, რომელიც ნებისმიერ მოთამაშეზე მაღლა დგას, ყოველთვის! და ის გააგრძელებს წიგნის სხვა მნიშვნელოვანი გვერდების წერას თავის წიგნში, რომელიც ვფიქრობ, რომ უსასრულოა. იმიტომ, რომ მისი სისხლი უნიკალური, შეუდარებელი, ერთადერთი და ბრწყინვალეა.

“იუვე” ეს ოჯახია, ჩემი ოჯახია. და მე არასდროს შევწყვეტ სიყვარულს, რადგან მან მომცა ძალიან ბევრი, ყველაფერი. დარწმუნებული ვარ უფრო მეტი, ვიდრე მე მივეცი მას.

ახალი გზის დაწყება გარდაუვალია. ახალი წიგნი, უნდა დაიწყოს. ჩემთვის, რომ ვისწავლო მომავლისთვის სხვა თვალით ყურება. რომ დავიწყო და შევკრიბო ახალი გამოწვევები, რომელსაც ცხოვრება მთავაზობს.

მე სტადიონზე პირველად ველოსიპედით მივედი, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. და ხვალ, მინდა მეტაფპრულად ფეხით მივიდე, რომ შევიგრძნო ყველა მომენტი, განშორების სიმძაფრე. დამშვიდობების სიხარული, მღელვარება.

ვიცი, რომ არასდროს იქნება ეს ადგილი შორს, რომელსაც სახლს ვუწოდებდი. სამუდამოდ! მინდა გამოვემშვიდობო თანაგუნდელებს, მეგობრებს და ვუთხრა, რომ არასდროს შევწყვეტ მათთვის დაძახებას – ძმებო!

ბოლომდე! მუდამ თქვენი ჯანლუიჯი ბუფონი”, - დაწერა სოციალურ ქსელში ჯიჯიმ,

ჯანლუიჯი ბუფონი “იუვენტუსის” მაისურით უკანასკნელ შეხვედრას 19 მაისს, “ვერონას” წინააღმდეგ ჩაატარებს. ასე დასრულდება 17-წლიანი ისტორია. ბუფონი “ბებერი ქალბატონის” ფეხბურთელი 2001 წლის 3 ივლისიდან იყო. ამ დროის განმავლობაში ჯიჯიმ 655 მატჩი ჩაატარა (300 მშრალად), 9-ჯერ მოიგო სკუდეტო, 5-ჯერ იტალიის სუპერთასი და 4-ჯერ იტალიის თასი. სამჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 40 წლის ფეხბურთელი.

0.114797