რობერტო მარტინესმა ბელგიის ფეხბურთის ასოციაციასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და ეროვნულ ნაკრებს 2020 წლის ივლისამდე გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია ბელგიის ფეხბურთის ასოციაციის ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.
მარტინესმა "წითელი ეშმაკები" 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარა. რობერტოს გუნდმა 17 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 12 მოიგო, ოთხი ფრედ დაასრულა და ერთი შეხვედრა, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან წააგო. მსოფლიოს ჩემპიონატზე ბელგია პანამის, ტუნისის და ინგლისის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდება.