უელსის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი აარონ რემზი გამოკითხვის შედეგად "არსენალის" გულშემატკივრებმა 2017/18 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ასევე, სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი უელსელი გახდა, კლუბის მხარდამჭერების ყველაზე დიდი მოწონება ცსკა-ს კარში რემზის გატანილმა გოლმა დაიმსახურა.
გამოკითხვაში მეორე ადგილზე ნაჩო მონრეალი გავიდა, ხოლო მესამეზე მესუთ იოზილი. 2017/18 წლების სეზონში აარონმა 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.