ჩოგბურთი

20:42 | 18.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩილიჩი გრუნტის საფარზე შედეგს აუმჯობესებს

მარინ ჩილიჩმა რომის მასტერსის მეოთხედფინალში პაბლო კარენო ბუსტა 6:3, 6:3 დაამარცხა. ხორვატი კარიერის განმავლობაში გრუნტის საფარზე გამართული მასტერსის ნახევარფინალში პირველად გავიდა.

მიმდინარე სეზონში ჩილიჩის ანგარიშზე 18 გამარჯვება და შვიდი მარცხია. მარინი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა და მას შემდეგ სასურველი შედეგი ვერ დააფიქსირა. კარენო ბუსტა კი მაიამის, ბარსელონას და ეშტორილის ტურნირების ნახევარფინალში გავიდა.

ჩილიჩი ნახევარფინალში დავიდ გოფინსა და ალექსანდრ ზვერევს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მარინმა კარიერის განმავლობაში მხოლოდ ერთი, ცინცინატის მასტერსი 2016 წელს მოიგო.

0.116035