ფეხბურთი

18:51 | 18.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

მანუელ ნოიერი განაცხადს დაუბრუნდა

გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” მეკარე მანუელ ნოიერი დაბრუნდა. როგორც “რეკორდმაისტერის” ვებგვერდი იტყობინება, 32 წლის ფეხბურთელი იუპ ჰაინკესმა გერმანიის თასის ფინალში, “აინტრახტთან” სათამაშოდ გამოიძახა.

ნოიერი განაცხადში გასული წლის სექტემბრის შემდეგ პირველად მოხვდა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ათამაშებს თუ არა მას ჰაინკესი ძირითად შემადგენლობაში.

შეგახსენებთ, რომ მანუელ ნოიერმა ფეხზე მძიმე ტრავმა გადაიტანა და დიდი ხანი გაუცდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბოლომდე ფორმაში არაა, იოაჰიმ ლიოვმა ის გაფართოებულ შემადგენლობაში მაინც შეიყვანა და დიდი ალბათობით, მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშებს.

"ბაიერნისა" და "აინტრახტის" მატჩი 19 მაისს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.

0.111414