საუდის არაბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პიციმ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. აზიელთა რიგებში ამჟამად 28 ფეხბურთელია მიწვეულია, საიდანაც ესპანელი სპეციალისტი 23 მოთამაშეს შეარჩევს და რუსეთში მუნდიალზე წაიყვანს.
მეკარეები: ფავაზ ალ-კარნი (ალ-იტიჰადი), მოჰამედ ალ-ოვაისი (ალ-აჰლი), იასერ ალ-მოსაილემი (ალ-აჰლი), აბდულა ალ-მუსაიფი (ალ-ჰილალი)
მცველები: მანსურ ალ-ჰარბი, საიდ ალ-მუვალადი (ორივე ალ-აჰლი), ომარ ჰავასვი (ალ-ნასრი), იასირ ალ-შაჰრანი, მოჰამედ ალ-ბურაიკი, მოტაზ ჰავსავი, ოსამა ჰავსავი, მოჰამედ ჯეჰფალი, ალი ალ-ბოლაეჰი (ყველა ალ-ჰილალი)
ნახევარმცველები: აბდულა ალ-ჰაირაბი, ჰათან ბაჰბირი (ორიე ალ-შაბაბი), იაია ალ-შეჰრი (ლეგანესი, ესპანეთი), ტაისირ ალ-ჯასიმი, ჰუსეინ ალ-მოგავი (ორივე ალ-აჰლი), აბდულმალეკ ალ-ჰაიბრი, აბდულა ატიფი, სალმან ალ-ფარაჯი, ნავარ ალ-აბედი, მოჰამედ კანუ (ყველა ალ-ჰილალი), სალემ ალ-დავსარი (ვილიარეალი, ესპანეთი), მოჰამედ ალ-კუვაიკიბი (ალ-იტიფაკი)
თავდამსხმელები: ფაჰად ალ-მუვალადი (ლევანტე, ესპანეთი), მოჰამედ ალ-სალავი (ალ-ნასრი), მუჰანად ასირი (ალ-აჰლი)
საუდის არაბეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე რუსეთს (14 ივნისი), ურუგვაის (20 ივნისი) და ეგვიპტეს (25 ივნისი) დაუპირისპირდება.