სეკივაკე ტოჩინოშინი მაისის ბაშოზე ერთპიროვნულად გალიდერდა და ოძეკის წოდებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. ლევან გორგაძემ მიმდინარე სუპერტურნირზე წაუგებელი სვლა იაპონელი მესამე მაეგაშირა იუტაკაიამას ძლევით გააგრძელა(VIDEO). ქართველმა სეკიტორიმ მეექვსე ქულა აიღო და ქულით გაუსწრო უმთავრეს კონკურენტს – იოკოძუნა ჰაკუჰოს, რომელმაც დღეს მეორე მაეგაშირა აბისთან წაიფორხილა.
ტოჩინოშინის მსგავსად, გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმაც გამარჯვებით დაასრულა მეექვსე ტური და უარყოფითი ბალანსი ორ ქულამდე შეამცირა – 2:4.
ხვალ გასამართ მეშვიდე ტურში ლევან გორგაძის მეტოქე კომუსუბი ენდო იქნება. მას ტოჩინოშინი აქამდე ექვსჯერ შეხვდა და საერთო ანგარიშია 3:3. ასეთივე ბალანსი აქვს ენდოს მიმდინარე ბაშოზე.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ხვალ მძორ იჩის ხვდება ტოჩი, და რავი ძალით თუ წააგებს, თუ კლასიკურად ჩAეჭიდენ ერთმანეთს შეიძლება დაუდგეს იჩი მარა ტოჩI გადადგამს საბოლოოდ, თუ არადა შოჰოძანმა კარგად აჩვენა რო მარტივად შეიძლება მისი გაგორება.
ცუდია, ოძეკობისთვის საჭირო მოგებებში ამას არ ჩაუთვლიან.
ჰაკუჰო ან კუკურა არ გამოცხადებოდა რაღა ეგ, ამ ენდოს სულის შებერვით მოუგებდა.
ოძეკობისთვის 11 მოგებას ყველა ვარიანტში დააგროვებს ტოჩი. დრევანდელი დასვენება და მიღებული ქულა კი ჩემპიონობისათვის ბრძოლაში წაადგება.
ვფიქრობ რომ ენდოს ტრავმა ერთმნიშვნელოვნად ცუდია და არ გვაწყობდა.'ფუსენ'-ით მოგებას 'ნამდვილ' მოგებად არ ჩაუთვლიან ტოჩინოშინს და თუ აქამდე 10 მოგება საკმარისი იყო ოძეკობამდე, უკვე 11 მოეთხოვება
ლევანის დღევანდელი დღის მოწინააღმდეგე მოიხსნა შეჯიბრიდან :West Komusubi
Endo
(Oitekaze Beya)
has withdrawn the 7th Day of the May Tournament
0?'>http://sumo.or.jp/EnHonbashoMain/absence/':'>http://sumo.or.jp/EnHonbashoMain/absence/'))
ვაა, ეგ მოგებად ეთვლება ეხლა ლევანს?
ამ კაცმა თუ კიდევ მოიგო ამ თვის ბაშო, ჩვენი მთავრობისგან და სახელწიფოსგან ეკუტვნის დიდი ფულადი პრემია, ჩვენი ქვეყნის სახელის დიდებისტვის. წარმატებებს ვუსურვებ ლევანს. სუმოს ლეგენდა გამხდარიყოს.
მაგრად კი იდგა ის შ***ღლი .. ძლივს დააგდო ტოჩიმ , ეტყობა არ მოელოდა ეგეთი წინააღმდეგობის გაწევას. არანაირად არ უნდა მოდუნდეს !
ლევანი - ტოჩი როგორც წარმოაჩენს საქართველოს იაპონიაში, ამას ათწლეულები ვერ შეძლებდა კიდევ ჩვენი ქვეყანა რა ძალისხმევისთვისაც არ უნდა მიგვემართა.
აი რა შეუძლია სპორტს ! ! !
დიდი მადლობა ჩვენო ლომკაცო, ღმერთმა ქნას და სუმოს ლეგენდა გახდები ლევან - ტოჩი ! ! !
რიჩი იმედია კაი გაკვეთილი მიიღე დღეს. შეგიძლია მარა არ მოდუნდე
წარმატება ლევანს, ბრძოლები დრამატულად ვითარდება, ჯერ კაკიურე, მერე ჰაკუჰო, იმედია ტოჩი დააგდებს ენდოს, რომელმაც დღეს წააგო და ხასიათზეც ვერ იყო. მძიმე ბრძოლებია და ასე ადვილად ნუ განვსჯით იმედი ვიქონიოთ ხვალინდელი ტოჩის წარმატების....
მირიან თუ თვალყურს ადევნებ სუმოს,მაშინ უნდა იცოდე რომ დიდი ჩემპიონის დამამარცხებელ აბის უკვე შეხვდა ჩვენი გოლიათი და მოუგო კიდეც!!!
აბა ტოჩი, აწი იწყება მთავარი! მიდი, მიაწექი და გაგვახარე სტაბილურად!
გამხნევება ერთია და ხვალ საკმაოდ რთულ მეტოქეს ხვდება, რადგან იაპონელი შოთა თავისი ბუნებით დაუდგრომელი ვინმეა. ამიტომაც, ყველაფერი ზუსტად უნდა გათვალოს და შეასრულოს კიდეც (სტარტი, მიწოლა, მავაშში ჩავლება, ტექნიკური ჭიდაობა და ა.შ.)
Am mashoze yvela tamashs vuyure laivshi garda gushindelisa ,(bolo zari qonda chems moswavleebs)da titqmis mtlianad gaverkvie am sportshi ,rogor minimum 12_13 s moigebs tochi
მადა ჭამაში მოდისო ნათქვამია და აშკარად საჩემპიონო ნერწყვებსა ვყლაპავ ბოლო დღეებია
იმპერატორის თასზე ტურნირის ბოლო დღეებში ვისაუბროთ.


თუმცა ჯობია თავი შევიკავო და ჯერ იმაზე ვიფიქრო, ტოჩი საოძეკო "თანრიგს" შეასრულებს თუ არა
აი ხვალ კი სერიოზული მეტოქე ჰყავს ლევანს. იმედია იაპონელი შოთა ძერას ვერ მოკლავს
ეს აბიც ცოტა უხერხული მეტოქე ჩანს..მოძრავია ძაან და არ უნდა აყვეს ტოჩი, როგორც კაკურამ გაუკეთა ისე უნდა ეჩალიჩოს...
მოკლედ იმედია იოკოძუნებამდე მინიმალური დანაკარგით მივა ტოჩი და იქ კი ერთს მაინც მოუგებს და ხელახლა გადაწერს ისტორიას
ტოჩიმ ასე თუ გააგრძელა იმპერატორის თასი კი არა თავად გახდება იმპერატორიDDDDD.
რა კაცი გვყავს და ალბათ საქართველოში 95%-მა არ იცის მის შესახებ. იმენა სუმო შემაყვარა, ძველ შეხვედრების ყურებაც კი დავიწყე
გეთანხმები. 95% მართლა არ იცის ვინაა ლევანი. არადა საქართველოს მსოფლიო მაშტაბით სახელი გაუთქვა.
ტოჩიმ ჰაკუჰო ორ დააგდოს მაისის ბაშოზე კიდევ ერთ ისტორიას დაწერს
ამოსმულით უნდა დააგდოს შოთა
იმედია ხვალ შოთას დაამარცხებს ზედიზედ მესამედ
ეგეთ ფორმაში მყოფი შოთა წესით ადვილად უნდა დაჯაბნოს, იჩი ჩამძორდა აი შოდაისთან იქნება საინტერესო
არ არის ენდო მაინცდამაინც ცუდ ფორმაში, გუშინ სასწაული ბრძოლა მოუგო იჩინოჯუს
იჩიმ ჩაიმძორა
აბიმ მაგრა ათრია ჰაკუჰო
კაია რომ გაგამ მეორეც მოიგო, იქნებ შეძლოს მაკუუჩიში დაბრუნება
რიჩი არ მოდუნდე, პირიქით მეტი კონცენტრაცია გინდა ახლა
შემდეგში სტატიას რომ დადებთ ტოჩინოშინის ნაცვლად უნდა ეწეროს მომავალი ოძეკი ტოჩინოშინი.