თამაშგარე

10:49 | 18.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ირინა შეიკი ფეხბურთს არ ეშვება

მას შემდეგ, რაც დიდებულმა რუს-თათარმა მოდელმა, ირინა შეიკმა თავისი დიდი ხნის ოცნება აისრულა და მსახიობ ბრედლი კუპერისგან შვილი ეყოლა, (ირინას კრიშტიანუ რონალდუსგანაც სურდა შვილის ყოლა, მაგრამ არ გამოვიდა ის ამბავი) ცოტა ხნით გაქრა ევროპის ბულვარული პრესიდან, თუმცა ამ ქალს აბა ვინ დაივიწყებდა?!

ორი დღის წინ კი ირინამ თავისი ახალი ფოტოსესია დაანონსა, რომელიც რა გასაკვრია, რომ მის არცთუ გულმისავალ სამშობლოში - რუსეთში გასამართ საფეხბურთო მუნდიალს მიეძღვნება და ამ ფოტოებით ირინა ეცდება არამხოლოდ გააპიაროს თავად მუნდიალი, არამედ ერთგვარი მხარდაჭერაც აღუთქვას რუსეთის ნაკრების ფეხბურთელებს.

რუსეთის ეროვნული გუნდი ამ ჩემპინატზე რას იზამს, მოდით ამ საოცრების განსჯა და შეფასება ლელა კაკულიასა და მის კოლეგებს მივანდოთ და ჩვენ იმაზე ვიფიქროთ, როგორი იქნება ირინას ახალი ფოტოსესია. ის კი უდავოა, რომ ირინა შეიკის ტანკენარობასა და სილამაზეს შვილის გაჩენამ ვერაფერი დააკლო!

0.131823