დანიის სუპერლიგის პლეი-ოფში, რომელიც უმაღლეს დივიზიონში დამრჩენ გუნდებს გაარკვევს, საბა ლობჟანიძე ისევ შედეგიანად თამაშობს. “რანდერსმა” პლეი-ოფის ფინალის პირველ მატჩში სტუმრად “ლიუნგბიუ” 2:1 დაამარცხა, ხოლო ქართველმა ნახევარმცველმა ანგარიში 30-ე წუთზე გახსნა.
საბამ აღნიშნულ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ეს მისთვის მე-13 გოლი გამოდგა (9 რეგურალურ სეზონში, 3 პლეი-ოფში, 1 დანიის თასზე).
იქვე, დანიაში, დავით სხირტლაძის “სილკებორგი” სტუმრად “ჰელსინგორს” დაუზავდა (1:1). ქართველი შემტევი თამაშში 73-ე წუთიდან ჩაერთო. პლეი-ოფის საპასუხო მატჩები 21 მაისს გაიმართება და ქართველების ორივე გუნდი საკუთარ მოედანზე ითამაშებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყოჩაღ
ჩაკვეტაძის მაგივრად?თუ ყაზაიშვილის? შანსი უნდა მიეცეს, მაგრამ რანდერსში კარგი თამაში ბევრ არაფერზე მეტყველებს
+ თან, იმავე დანიის, ძლიერ გუნდებთან არ გამოუჩენია თავი
უნდა გააგრძელოს პროგრესიიი.... წარმატებებიი....
ეს ბიჭი ფრინავს, უნდა ჩასვას ნაკრებში.
გოლის გარეშე აღარ ტოვებს ეს მოედანს კარგიაა
ვაა, ეს ვინა ყოფილა ეეეეეეე !!! (კ/ფ "ვერის უბნის მელოდიები")


შანსი უდა მისცეს კიარა დღესდღეობით ერთერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია
ლობჟანიძე, ზარანდია და ებრალიძე იქნებ მოსინჯოს ამ ამხანაგურებში
სალაჰს მაგონებს
აი ფიორენტინიდან, ოღონდ მინიმალურ დონეზე
ისე კი ნახევარფლანგზე მართლაც კარგად უნდა ითამაშოს, და ვფიქრობ ვაისმაც უნდა მიცეს შანსი
ძალიან მახარებს საბას პროგრესი! ნაღდად ჩანს რომ მშრომელი ბიჭია, თანდათან უფრო იხვეწება და ნაკრებსაც იმსახურებს
კაი რამე დაემართა ამ ბიჭს, იქნებ ასე გააგძელოს. წარმატებები
აშკარად სახეზეა საბას წინსვლა, მშრომელი ჩანს, რატომღაც რიბერის მაგონებს, წინა გოლებიდან გამომდინარე
წარმატებები
ყოჩაღ ! ეს აღარ ხუმრობს ))