ფეხბურთი

23:30 | 17.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

დეშამმა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

დიდიე დეშამმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ასევე, ფრანგემა სპეციალისტმა სარეზერვოდ 11 მოთამაშე შეარჩია.

საფრანგეთი მუნდიალამდე სამ ამხანაგურ მატჩს ირლანდიის (28 მაისი), იტალიის (1 ივნისი) და აშშ-ს (9 ივნისი) წინააღმდეგ გამართავს. მსოფლიოს ჩემპიონატზე კი "მამლები" ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალიას (16 ივნისი), პერუს (21 ივნისი) და დანიას (26 ივნისი) დაუპირისპირდებიან.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით დეშამის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ალფონსო არეოლა (პსჟ), უგო ლორისი ("ტოტენჰემი", ინგლისი), სტივ მანდანდა ("მარსელი");

მცველები: ლუკას ერნანდესი ("ატლეტიკო", ესპანეთი), პრესნელ კიმპემბე (პსჟ), ბენჟამინ მენდი ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი), ბენჟამენ პავარი ("შტუტგარტი", გერმანია), ადილ რამი ("მარსელი"), ჯიბრილ სიდიბე ("მონაკო"), სამუელ უმტიტი ("ბარსელონა", ესპანეთი), რაფაელ ვარანი ("რეალი", ესპანეთი);

ნახევარმცველები: ნ`გოლო კანტე ("ჩელსი", ინგლისი), ბლეზ მატუიდი ("იუვენტუსი", იტალია), სტივენ ნ`ზონზი ("სევილია", ესპანეთი), პოლ პოგბა ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), კორანტენ ტოლისო ("ბაიერნი", გერმანია);

თავდამსხმელები: უსმან დემბელე ("ბარსელონა", ესპანეთი), ნაბილ ფეკირი ("ლიონი"), ოლივიე ჟირუ ("ჩელსი", ინგლისი), ანტუან გრიზმანი ("ატლეტიკო", ესპანეთი), ტომა ლემარი ("მონაკო"), კილიან მბაპე (პსჟ), გლორიან ტოვენი ("მარსელი");

სარეზერვო შემადგენლობა

მეკარე: ბენუა კოსტილი ("ბორდო");

მცველები: მატიე დებიუში ("სენტ-ეტიენი"), ლუკა დინი ("ბარსელონა", ესპანეთი), მამადუ საკო ("კრისტალ პალასი", ინგლისი), კურტ ზუმა ("სტოკი", ინგლისი);

ნახევარმცველები: ადრიენ რაბიო (პსჟ), მუსა სისოკო ("ტოტენჰემი", ინგლისი);

თავდამსხმელები: ვისამ ბენ იედერი ("სევილია", ესპანეთი), კინგსლი კომანი ("ბაიერნი", გერმანია), ალექსანდრ ლაკაზეტი ("არსენალი", ინგლისი), ანტონი მარსიალი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი);

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113711