ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ შეკრებაზე აღნიშნული ორგანიზაციის ახალ პრეზიდენტად ლუის რუბიალესი აირჩიეს. 40 წლის ლუისმა აღნიშნულ პოსტზე ანხელ მარია ვილიარი შეცვალა, რომელიც ფედერაციას 1988 წლიდან ხელმძღვანელობდა. ყოფილი ფეხბურთელი ორგანიზაციას 2020 წლამდე გაუძღვება. ინფორმაცია ესპანეთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
რუბიალესი 2010 წლიდან შვიდი წლის განმავლობაში ესპანელ ფეხბურთელთა ასოციაციის თავკაცი იყო და პოსტი ესპანეთის ფეხბურტის ფედერაციის პრეზიდენტობის გამო დატოვა. ლუისი წლების განმავლობაში სხვადასხვა კლუბში თამაშობდა მათ შორის "ლიეიდაში", "ხერესში", "ლევანტესა" და "ალიკანტეში".