პეპ გვარდიოლამ "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა და "ქალაქელებს" 2021 წლის ივლისამდე გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ესპანელმა სპეციალისტმა "მანჩესტერ სიტი" 2016 წელს ჩაიბარა. აწ უკვე გასულ სეზონში გვარდიოლას გუნდი პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა. ასევე 2017/18 წლების სეზონში ესპანელი ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, მისმა გუნდმა კი პრემიერლიგის შემდეგი რეკორდები დაამყარა:
ზედიზედ ყველაზე მეტი მოგება - 18
ყველაზე მეტი პასი ერთ მატჩში - 902 ("ჩელსის" წინააღმდეგ)
ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში - 106
ყველაზე მეტი გამარჯვება ერთ სეზონში - 32
ყველაზე მეტი ქულა ერთ სეზონში - 100
ყველაზე მეტი გამარჯვება სტუმრად - 16
გოლების ყველაზე დიდი დადებითი ბალანსი - +79
ყველაზე დიდი სხვაობა მეორეადგილოსანტან ერთ სეზონში - 19 ქულა